Sunday, January 27, 2013


ოგესალმებით მე ვარ დალი სკამკოჩაიშვილი,ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმოგიდგენთ პრეზენტაციას 
                                                     
ჩვენ და ჩვენი მშობლები მოგეხსენებათ,რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობაში არსებული პრობლემები,ანუ „თაობათა შორის ბრძოლა“ საკმაოდ აქტუალურია დღესაც.სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ განსხვავებული შეხედულებები აქვთ.უფროსებს სურთ,რომ მათი შვილები ისე მოიქცნენ,როგორც მათ შეეფერებათ და მთელ რიგ საკითხებში მათ უნდა დავეკითხოთ.შვილებს კი სურთ,რომ გარკვეულ საკითხებზე მშობლები ისევე ფიქრობდნენ,როგორც მათ ესმით და მოსწონთ. როგორც მიხვდით მე მრავლობით რიცხვში ვსაუბრობ,ანუ ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება არ არის..როცა ამ თემის მომზადება გადავწყვიტე გავესაუბრე ჩემს თანატოლებს და მშობლებს.შესაბამისად ეს არის მათი ნააზრევიდან დასკვნა 
ხშირად გაიგონებთ უფროსებისგან-„ჩვენ დროს ასე არ იყო“ , „ჩვენ ასე არ ვიცვამდით“, „ასეთი ქცევა სირცხვილი იყო“.... დრომ მოიტანა და მოხდა ღირებულებათა სისტემის გარკვეული გადაფასება.. ამ თემის მომზადებისათვის მოვიძიე მასალები „მოზარდთა და მოზრდილთა ეფექტური პარტნიორობის შექმნის სირთულეების“ შესახებ.აქედან გავიგე ,რომ ურთიერთობის მთავარი სიძნელე არის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში. „დამოკიდებულებათა სპექტრის“ თეორიის მიხედვით არსებობს დამოკიდებულების სამი ტიპი მოზარდებთან უთიერთობაში: 1. მოზარდები განიხილებიან,როგორც ობიექტები.უფროსებს სჯერათ,რომ მათ იციან რა არის საუკეთესო,ხოლო მოზარდებს არ შესწევთ უნარი გააკეთონ სწორი არჩევანი სწორად მიიღონ გადაწყვეტილება,ამიტომ არ თვლიან საჭიროდ მოზარდების ჩართულობას საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტილებაში. 2.მოზარდები,როგორც მიმღებები: უფროსები ცდილობენ დახმარება გაუწიონ მოზარდებს.მისცენ მათ ულება უფროსებთან ერთად მიიღონ გადაწყვეტილებები ,მაგრამ პირობებს ყოველთვის თავად სთვაზობენ მათ და რა თქმა უნდა იტოვებენ კონტროლის მექანიზმს.. 3.მოზარდები,როგორც მიმღებები: პატივს სცემენ მათ აზრს ,ღებულობენ,როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს,აღიარებენ მათი მიღწევების მნიშვნელობას და სჯერათ რომ თავადაც შეიძლება ბევრი რამ ისწავლონ მოზარდებისგან. ეს თეორია ძალიან კარგად ასახავს შვილებისა და მშობლების ურთიერთობებში არსებულ პრობლემათა მიზეზებს. გამოკითხული ჩემი თანატოლებიდან ძალიან ცოტას აქვს მშობელთან გულახდილი საუბარი..უმრავლესობას სურვილი აქვს,რომ თავისი პრობლემების შესახებ ესაუბრონ მშობლებს ,მაგრამ ეშინიათ ,რომ არ გაუგებენ.ეს იმას ნიშნავს,რომ მშობლები არ არიან მზად გაითავისონ შვილების პრობლემები.სწორედ ამიტომ ბავშვებს ურჩევნიათ,რომ მეგობრებს ესაუბრონ და მათგან მიიღონ რჩევები..მოზარდთა ცნობილი სიტყვებია -„რამდენჯერმე ვცადე ვყოფილიყავი გულახდილი მშობელთან,მაგრამ ვერ გამიგო“, „არ ვეუბნები რადგან ვიცი რომ გამიბრაზდება“.მშობლები კი როგორც ჩანს საპირისპიროს ფიქრობენ ..მათი სიტყვებია : „ჩემს შვილთან არანაერი პრობლემა არ მაქვს“, „ჩემს შვილთან შემიძლია ყველაფერზე ვისაუბრო“-აქედან უკვე ჩანს,რომ მშობლებსა და შვილებს ნაკლებად ესმით ერთმანეთის.... და მაინც როგორ შეიძლება რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები უფრო გახსნილი იყოს?ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გაბედულები,თუ მშობლები უფრო გულისხმიერები? ალბათ, ორივე საჭიროა.


გამოყენებული ლიტერატურა ვიკიპედია,იუთუბი. 1.დ.უზნაძე-„ასაკობრივი ფსიქოლოგია“..თბილისი 1986წ. 2.წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი-„ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები.. თბ.1991წ. 3.შ.ჩხარტიშვილი-„აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია“..თბ.1974წ.

No comments:

Post a Comment